Hot Card აპლიკაციის წესები და პირობები
წინამდებარე ხელშეკრულების დადება
Hot Card აპლიკაციაში თქვენ მიერ, თქვენი მონაცემების შეყვანით, წინამდებარე ხელშეკრულების გაცნობის შემდეგ, ველის „მე ვეთანხმები ხელშეკრულებას" მონიშვნითა და რეგისტრაციით, შპს "ჰეფი ჰოთ ქარდ"-თან დებთ წინამდებარე ხელშეკრულებას. რეგისტრაცია მიიჩნევა წინამდებარე ხელშეკრულების ყველა პირობაზე თქვენ მიერ გამოხატულ თანხმობად.
ტერმინოლოგია და განმარტებები
თქვენ შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მყიდველი"/ „მომხმარებელი"
შპს "ჰეფი ჰოთ ქარდ"-ი შემდგომში მოხსენიებული, როგორც „შუამავალი"
Hot Card აპლიკაცია შემდგომში მოხსენიებული, როგორც „აპლიკაცია"
ხელშეკრულება წინამდებარე ხელშეკრულება და მისი დანართ(ებ)ი ასეთის არსებობის შემთხვევაში, შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ხელშეკრულება"
დანართი ნებისმიერი შეთავაზება, აქცია ან/და დამატებითი პირობა, რაც იქნება განთავსებული საიტზე, შემდგომში მოხსენიებული, როგორც „დანართი"
გამყიდველი განთავსებულ საქონლზე ან/და მომსახურებაზე რეალიზაციის უფლების მქონე/განცხადების განმათავსებელი საიტზე, შემდგომში მოხსენიებული, როგორც „გამყიდველი"
პრომოკოდი მომხმარებლის მიერ შუამავალისგან მიღებული კოდი, რომელიც არის ასოებისა და ციფრებისაგან შედგენილი კოდი, უნიკალური იდენტიფიკატორი, რის საშუალებითაც ხდება მომხმარებლის/მყიდველის იდენტიფიცირება და რომელიც იძლევა გამყიდველთან საქონლის/მომსახურების შეძენის უფლებას აქციის პირობებით, მისი მოქმედების დროს, შემდგომში მოხსენიებული, როგორც „პრომოკოდი"
აქცია აქტივობა, რომელსაც ახორციელებს გამყიდველი საკუთარი საქონლის ან/და მომსახურების რეალიზაციის მიზნით, ან/და შუამავალი, შუამავლის აპლიკაციის მომხმარებლებისათვის, აქციის ინდივიდუალური პირობებით. აქციის ჩატარების პირობები ქვეყნდება საიტზე და წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. აქციის მონაწილეა პრომოკოდის შემძენი, შემდგომში მოხსენიებული, როგორც „აქცია"
აქციის მოქმედების დრო დროის პერიოდი, რომლის დროსაც შუამავალი მომხმარებელს აძლევს საშუალებას შეიძინოს პრომოკოდი, შემდგომში მოხსენიებული, როგორც „აქციის მოქმედების დრო"
პრომოკოდის მოქმედების ვადა დროის პერიოდი, რომლის დროსაც გამყიდველი ვალდებულია პრომოკოდის წარმდგენ მომხმარებელს/მყიდველს გადასცეს საქონელი/მომსახურება აქციის პირობების თანახმად, მოქმედების ვადა მითითებულია საიტზე, შემდგომში მოხსენიებული, როგორც „პრომოკოდის მოქმედების ვადა"
შუამავლის ფუნქციები
შუამავალი ახორციელებს გამყიდველის საქონლის ან/და მომსახურების ან/და აქციების განთავსებას ან/და მომხმარებლისადმი შეთავაზებას ან/და სხვადასხვა აქციებს.
მყიდველის/მომხმარებლის ვალდებულებები და გარანტიები
მყიდველი/მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ შეყვანილი ინფორმაცია არის მისი, არის ნამდვილი და სწორი და იგი აგებს პასუხს წინამდებარე გარანტიის მცდარობის/დარღვევის ყველა შედეგზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მყიდველი/მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მას გააჩნია რეგისტრაციის, წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების, შემდგომი ტრანზაქციების უფლებამოსილება და ყველა შესაბამისი დოკუმენტი/ნებართვა/უფლება/ლიცენზია და იგი აგებს პასუხს წინამდებარე გარანტიის მცდარობის/დარღვევის ყველა შედეგზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მყიდველი/მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მისი მოქმედებით არ ირღვევა სხვა პირთა უფლებები და თავისუფლებები და იგი აგებს პასუხს წინამდებარე გარანტიის მცდარობის/დარღვევის ყველა შედეგზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მყიდველი/მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მას სურს გრძელვადიანი ურთიერთობის ფარგლებში აპლიკაციით სარგებლობა ან/და მომსახურების მიღება ან/და შეძენა და ამ მიზნით დებს წინამდებარე გარიგებას და იგი აგებს პასუხს წინამდებარე გარანტიის მცდარობის/დარღვევის ყველა შედეგზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მყიდველი/მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ თუ მას აღარ სურს გრძელვადიანი ურთიერთობის ფარგლებში აპლიკაციით სარგებლობა ან/და მომსახურების მიღება ან/და შეძენა, იგი თავად მოახდენს რეგისტრაციის გაუქმებას და იგი აგებს პასუხს წინამდებარე გარანტიის მცდარობის/დარღვევის ყველა შედეგზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მყიდველი/მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ საიტზე შეყვანილ ინფორმაციას, პაროლს, პრომოკოდს, მიღებულ რაიმე სხვა კოდს/ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეინახავს საიდუმლოდ, დაიცავს, გაუფრთხილდება, მიიღებს ყველა შესაბამის ზომას მათი გამჟღავნებისაგან თავის დასაცავად და იგი აგებს პასუხს წინამდებარე გარანტიის მცდარობის/დარღვევის ყველა შედეგზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მყიდველი/მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ პასუხს აგებს მისი რეგისტრაციით/ანგარიშით განხორციელებულ მის ყველა აქტივობაზე.
მხარეთა შეთანხმებები
მხარეები თანხმდებიან, რომ შესაძლებელია საიტზე განთავსებული აქცია გაუქმდეს, შეიცვალოს, შეწყდეს.
მხარეები თანხმდებიან, რომ შუამავალი უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე ხელშეკრულებაში, რაც გამოქვეყნდება აპლიკაციაში.
მხარეები თანხმდებიან, რომ პრომოკოდის შეძენა ნიშნავს იმას, რომ მყიდველი/მომხმარებელი დეტალურად გაეცნო და ეთანხმება შეთავაზების/აქციის ყველა წესსა და პირობას.
შუამავლის უფლებამოსილება
შუამავლის უფლებამოსილება შემოიფარგლება საიტზე გამყიდველის სახელით გარიგების საგნისა და პირობების საიტზე გამოქვეყნებით, ასევე მომხმარებლის მიერ ფულადი სახსრების ჩარიცხვის შემდეგ მისთვის პრომოკოდების გადაცემით.
პასუხისმგებლობის განაწილება
მხარეები თანხმდებიან, რომ ყველა პრეტენზია შეთავაზების პირობაზე/ნასყიდობის საგანზე/მომსახურებაზე და დაკავშირებულ საკითხებზე წარედგინება გამყიდველს. მყიდველი/მომხმარებელი აცხადებს, რომ მისთვის მკაფიოდ და ცალსახადაა ცნობილი, რომ შუამავალი გამყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულებაზე პასუხისმგებელი არ არის.
ანგარიშსწორება
მყიდველი/მომხმარებელი პრომოკოდის შეძენის ღირებულების ანგარიშსწორებას ახორციელებს შუამავლის წინაშე უნაღდო ანგარიშსწორების გზით, წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.
მყიდველი/მომხმარებელი პრომოკოდის შეძენის ღირებულების გარდა საჭირო ანგარიშსწორებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მომსახურების ან/და შეძენის მიზნით ღირებულების გადახდას ახორციელებს შუამავლის გარდა გამყიდველის წინაშე, უნაღდო ან/და ნაღდი ანგარიშსწორების გზით, წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.
ანგარიშსწორებისას ყველა დაკავშირებულ ხარჯს ანაზღაურებს მომხმარებელი/მყიდველი.
თანხის დაბრუნება
მომხმარებლის/მყიდველის თანხის დაბრუნება ხდება მხოლოდ ჰოთქარდის ტექნიკური ბრალეულობის გამო.
მხარეები თანხმდებიან, რომ თუ პრომოკოდი გააქტიურდა (გამოყენებულ იქნა) ობიექტში და მომხმარებლის მიერ გამყიდველისაგან მიღებულ იქნა საქონელი/მომსახურება, ყველა პრეტენზია, რაც გულისხმობს რომ მიღებული მომსახურება ან საქონელი არ შეესაბამება შესაბამის სტანდარტს, ასეთი პრომოკოდების შესაბამისი ფულადი თანხის დაბრუნების შესახებ, მიმართული იქნება გამყიდველისკენ.
პერსონალური მონაცემების დამუშავება
22. ძირითადი მონაცემები
მომხმარებელი/მყიდველი აცხადებს, რომ მის მონაცემებს, კერძოდ სავალდებულოდ შესავსები ველების შევსებით (სახელს, გვარს, ელექტრონულ ფოსტას, ტელეფონის ნომერს) აძლევს მისი თანხმობითა და ნებით შუამავალს მომსახურების გაწევის მიღების მიზნით, წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, მომხმარებლის/მყიდველის განცხადების განსახილველად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის, ხარისხის მართვისა და გაუმჯობესებისათვის, მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად, საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად.
22.1. არასავალდებულო მონაცემები
მომხმარებელი/მყიდველი აცხადებს, რომ მის მონაცემებს, კერძოდ არასავალდებულოდ შესავსები ველების მისი ინიციატივით შევსების შემთხვევაში (დაბადების თარიღს) აძლევს მისი თანხმობითა და ნებით შუამავალს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის, რათა მოხდეს დაბადების თარიღის შესაბამისად სხვადასხვა აქციების, ფასდაკლების შეთავაზება, საჩუქრის გადაცემა.
22.3. მონაცემების გაზიარება გამყიდველთან
მომხმარებელი/მყიდველი თანხმობას აძლევს შუამავალს, რომ მისი მონაცემები, კერძოდ სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი გადაეცეს გამყიდველს მომსახურების გაწევის მიზნით, წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად.
22.4.1. მიწოდების მისამართი
მომხმარებლის მიერ, მიტანის სერვისით პროდუქტის შეკვეთისას მითითებული მიმღების მისამართი. მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ აღნიშული მონაცემები შეინახება საიტზე მიწოდების სერვისის არსებობის/მოქმედების ვადით.
22.5. მარკეტინგის შეწყვეტის უფლება
მომხმარებელს/მყიდველს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს შუამავალს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა, ასეთი მოთხოვნა უნდა დაფიქსირდეს support@hotcard.ge, info@hotcard.ge ელექტრონულ ფოსტაზე.
22.6. რეგისტრაციის გაუქმება
მომხმარებელი/მყიდველი უფლებამოსილია გააუქმოს მისი რეგისტრაცია საიტზე ღილაკზე დაჭერით, ასეთ შემთხვევაში იშლება მომხმარებელთან/მყიდველთან დაკავშირებული ყველა მონაცემი. საიტზე რჩება მხოლოდ რეგისტრაციისას მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, ხოლო მომხმარებლის/მყიდველის მიერ შეყვანილი მონაცემები იშლება. რეგისტრაციის გაუქმების უფლება წარმოადგენს მომხმარებლის/მყიდველის უფლებას.
22.7. შუამავლის მიერ რეგისტრაციის გაუქმება
მომხმარებლის/მყიდველის რეგისტრაცია შეიძლება გააუქმოს შუამავალმა, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი/მყიდველი მისი რეგისტრაციით ლახავს სხვა პირთა უფლებებს და თავისუფლებებს, ასეთ შემთხვევაში გაუქმებამდე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოხდება ინფორმირება.
22.9. რეგისტრაციის ვადა
მომხმარებელი/მყიდველი უფლებამოსილია საიტზე რეგისტრირებული იყოს მანამ, სანამ არ გააუქმებს თავად რეგისტრაციას ან არ გაუქმდება რეგისტრაცია.
ტექნიკური მონაცემები და ანალიტიკა
საიტზე სტუმრობისას სერვერზე ფიქსირდება საიტზე შესვლის თარიღი და მეთოდი, ინტერნეტპროტოკოლის მისამართი, რეფერალი და დათვალიერებული რესურსის მისამართი. აპლიკაციის ხარისხის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, ტექნიკური და მარკეტინგული შეფასების/ანალიზის მიზნით, შპს „ჰეფი ჰოთ ქარდ"-ი სარგებლობს Google Analytics, Yandex Metrika, AdOcean, Facebook Pixel, Hotjar სერვისებით.
საიტზე „მზა ჩანაწერები" გამოიყენება ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების და ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების მიზნით, მზა ჩანაწერებში ინახება XSRF შეტევისგან თავდაცვისთვის მომხმარებლისთვის მინიჭებული უნიკალური ჰეში. შპს "ჰეფი ჰოთ ქარდ"-ის ვებ-გვერდი www.hotcard.ge შესაძლოა შეიცავდეს ინფორმაციას სხვა საიტების შესახებ. შპს "ჰეფი ჰოთ ქარდ"-ი არ არის პასუხისმგებელი ასეთ საიტებზე არსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე. სხვა აპლიკაციის სტუმრობისას შეგიძლიათ გაეცნოთ მასზე არსებულ ხელშეკრულებას ან/და წესებსა და პირობებს.
გამოწერა და საფასური
გამოწერის შემთხვევაში, მომხმარებელს ყოველ თვე აპლიკაციიდან ჩამოეჭრება 28 ლარი, ან თუ მას აქვს რეფერალური კოდი, მას ჩამოეჭრება 15 ან 18 ლარი 28 ლარის ნაცვლად.
მომხმარებელი ინფორმირებულია, რომ ანგარიშის წაშლა არ ნიშნავს ბარათის წაშლას, რაც გულისხმობს რომ მომხმარებელმა, თუ მას აღარ სურს აპლიკაციით სარგებლობა, თავდაპირველად უნდა წაშალოს ბარათი, ხოლო შემდეგ ანგარიში.
მომხმარებელი წესებზე და პირობებზე თანხმობით აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ აპლიკაციის ანგარიშზე დამატებული საბანკო ბარათიდან ავტომატურად ჩამოეჭრება აპლიკაციით სარგებლობის შესაბამისი თანხა (15 ან/და 18, ან/და 28, ან/და 63, ან/და 250).